15 მაისი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT524 - ტენდერი ბანკის სერვისცენტრების ვიტრაჟების, ფანჯრების, სარეკლამო აბრების, ლაითბოქსების წმენდასა და ბანკომატების ყოველდღიურ დასუფთავებაზე.
- გამომცხადებელი: ბაზისბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 მაისი 2015 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. „ბაზისბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის სერვისცენტრების ვიტრაჟების, ფანჯრების, სარეკლამო აბრების, ლაითბოქსების წმენდასა და ბანკომატების ყოველდღიურ დასუფთავებაზე.
მომსახურების სახე:
ლოტი 1
ქ. თბილისში არსებული სს „ბაზისბანკის“ სერვის ცენტრების ვიტრაჟების, ფანჯრების, სარეკლამო აბრების და ლაითბოქსების წმენდა. იხ. დანართი N1.
ლოტი 2
ქ. თბილისში არსებული სს „ბაზისბანკის“ ბანკომატების ყოველდღიური წმენდა. იხ. დანართი N2.
ლოტი 3
ქ.რუსთავში არსებული სს „ბაზისბანკის“ სერვის ცენტრის ვიტრაჟების, ფანჯრების, სარეკლამო აბრების და ლაითბოქსების წმენდა. იხ. დანართი N1.
ლოტი 4
ქ. ბათუმში არსებული სს „ბაზისბანკის“ სერვის ცენტრების ვიტრაჟების, ფანჯრების, სარეკლამო აბრების და ლაითბოქსების წმენდა. იხ. დანართი N1.
ლოტი 5
ქ. ბათუმში არსებული სს „ბაზისბანკის“ ბანკომატების ყოველდღიური წმენდა. იხ. დანართი N2.
ლოტი 6
ქ.ქუთაისში არსებული სს „ბაზისბანკის“ სერვის ცენტრის ვიტრაჟების, ფანჯრების, სარეკლამო აბრების და ლაითბოქსების წმენდა. იხ.დანართი N1.
პირობები:
1. კონკურსში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
2. წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი ან მეტი ორგანიზაციის რეკომენდაცია.
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- სერვის ცენტრების მისამართების შესახებ ინფორმაცია (დანართი N1);
 - ქ. თბილისში განლაგებული ბანკომატების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2);
 - კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების დებულება (დანართი N3);
 
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასები თითოეული ლოტის მიხედვით (გადასახადების ჩათვლით);
 - მომსახურების პირობები;
 - ანგარიშსწორების პირობები;
 - შევსებული და ხელმოწერილი დებულება (იხ. დანართი N3);
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
 - თქვენი კომპანიის დასახელება;
 - რომელ ლოტში იღებთ მონაწილეობას;
 - საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ.ფოსტის მისამართი, იურიდიული მისამართი);
 - მიმღების დასახელება (სამეურნეო განყოფილება);
 - ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
 
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 15.05.2015 (17:00 სთ)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ:
სს „ბაზისბანკი“, სამეურნეო განყოფილება
სამეურნეო განყოფილების თანამშრომელი ლაშა ჭონიშვილი
მის.: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N1
ტელ.: (+995 32) 2 922 922 +195 მობ. 5 95 44 55 45 (11:00 სთ–დან 16:00 სთ–მდე)
ელ.ფოსტა: tenders@basisbank.ge