7 მაისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5251 - ტენდერი ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება |
ტიპი* |
შესასყიდი |
ერთ. ფასი |
ჯამური ფასი |
საგარანტიო პერიოდი (თვე) |
მოწოდების ვადა (კლ.დღე) |
ქაღალდის ფულის სათვლელი აპარატი |
Scan Coin |
200 ცალი |
- პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სხვა ტიპის ან/და ბრენდის საქონელი, რომლის სპეციფიკაცია უნდა იყოს არანაკლებ მოთხოვნილისა.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;
ანგარიშსწორების პირობა:
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს წინამდებარე დოკუმენტი;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 7 მაისი, 17:00 სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები