ჩაბარების ვადა:

3 მაისი 2019, 15:30

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5255 - ტენდერი m² -ის საცხოვრებელი კომპლექსისათვის ორი ცალი სტელის დამზადებასა და დამონტაჟებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “m² უძრავი ქონება“ ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფვით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. სს “m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ საიტზე http://www.m2.ge

სს “m² უძრავი ქონება“ აცხადებს ტენდერს m² - ის კარტოზიას 10-ის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ორი ცალი სტელის დამზადებასა და დამონტაჟებაზე.

  • ტექნიკური დავალება და ხარჯთაღრიცხვა იხილეთ თანდართულ დოკუმენტების სახით.
  • ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის, შესრულების ვადისა და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. 

აუცილებელი გასათვალისწინებელი მოთხოვნებია: 

  • შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას კომპანიის დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის შესახებ.
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური პროდუქციის მიწოდებისა და მონტაჟის გამოცდილება.
  • ხარჯთაღრიცხვა უნდა მოგვაწოდოთ თანდართული ექსელის ფორმის სახით.
  • ფასი მოწოდებული უნდა იყოს ლარში (დღგ-ს ჩათვლით).
  • შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს შემოთავაზებული მასალის დეტალურ აღწერილობას, მასალას, შესრულების ვადებს, საგარანტიო პირობებს.
  • დასაშვებია ალტერნატიული წინადადებების შემოთავაზება, ანუ ერთი პრეტენდენტის მიერ რამდენიმე წინადადების წარმოდგენა მაგალითად სხვადასხვა მასალაზე დათვლილი ვარიანტების შემთხვევაში. 

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 03 მაისი, 15:30 სთ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქო პირი: ნინო სუარიშვილი
მობ: 593501025
ელ. ფოსტა: n.suarishvili@m2.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 მაისი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა