ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2019, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T5256 - კონკურსი მზის ფოტოელემენტების, ქსელური ინვენტარის და მათი გამოყენებით მზის 5 მიკრო ელექტროსადგურის მონტაჟისათვის აუცილებელი სხვა მასალების, აგრეთვე სამონტაჟო სამუშაოების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (ს/კ 443567472), რომლის მიზანია ეკოლოგიური პრობლემების შერბილება ინოვაციური გზებით და ქალების საზოგადოებრივად გააქტიურება გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად, ახორციელებს პროექტს "ენერგიის ალტერნატიული წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე"

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გიწვევთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ მზად არის შეისყიდოს კონკურსში გამარჯვებული კომპანიისგან მზის ფოტოელემენტები, ქსელური ინვენტარი და მათი გამოყენებით მზის 5 მიკრო ელექტროსადგურის მონტაჟისათვის აუცილებელი სხვა მასალები, აგრეთვე სამონტაჟო სამუშაოების მომსახურება.

  • მიკრო ელექტრო სადგურების ჯამური სიმძლავრე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 27კვტ-ს.
  • მიკრო ელექტრო სადგურების მონტაჟი განხორციელდება აკუმულატორების გარეშე და მიერთდება ნეტო აღრიცხვის მრიცხველზე.

მზის მიკრო ელექტრო სადგურები უნდა დამონტაჟდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ლოკაციებზე შესაბამისი სიმძლავრით:

  • დაბა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობა - დაახლოებით 9-9,5 კვტ სიმძლავრის მიკრო ელექტრო სადგური (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს საბავშვო ბაღი იკვებება 3-ფაზიანი ელექტროგადამცემი ხაზით);
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საბავშვო ბაღის შენობა - დაახლოებით 4,5 კვტ სიმძლავრის მიკრო ელექტრო სადგური;
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საბავშვო ბაღის შენობა - დაახლოებით 4,5 კვტ სიმძლავრის მიკრო ელექტრო სადგური;
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის საბავშვო ბაღის შენობა - დაახლოებით 4,5 კვტ სიმძლავრის მიკრო ელექტრო სადგური;
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საბავშვო ბაღის შენობა - დაახლოებით 4,5 კვტ სიმძლავრის მიკრო ელექტრო სადგური;
    - ხუთივე საბავშვო ბაღის შენობა გადახურულია სხვადასხვა კონფიგურაციის თუნუქის ფურცლით და მათი სამხრეთი ექსპოზიციის დახრილობა 200-300-ის ფარგლებშია.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მიკრო ელექტრო სადგურების გამართულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საგარანტიო ვადა და შემდეგი ინფორმაცია:

  • ფოტოელემენტების წარმოშობის ქვეყანა;
  • ფოტოელემენტის თითოეული პანელის სიმძლავრე;
  • ფოტოელემენტის თითოეული პანელის სტრუქტურა (მონოკრისტალი, პოლიკრისტალი, ამორფული, ან სხვა), (სასურველია მონოკრისტალი)
  • ფოტოელემენტის თითოეული პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტი (მქკ);
  • ფოტოელემენტის თითოეული პანელის ზომები (სამივე განზომილება), წონა და მთლიანი წონა სამონტაჟო მასალებთან ერთად ;
  • ფოტოელემენტის თითოეული პანელის სავარაუდო საექსპლოატაციო ვადა;
  • გამტარის (კაბელის) მასალა და განიკვეთის ფართობი;
  • თითოეული ქსელური ინვენტორის სიმძლავრე და წარმოშიბის ქვეყანა;

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მზის ფოტოელემენტების, ადაპტორების, სხვა მასალებისა და სამონტაჟო მასალების აგრეთვე ყველა სხვა ხარჯის ფასების ცხრილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების (მ.შ. დღგ) გათვალისწინებით.

კონკურსში გამარჯვებული კომპანია პასუხისმგებელი იქნება შენობის სახურავის ფუნქციის სრულფასოვნად შენარჩუნებაზე.

კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონტრაქტორი განახორციელებს სამუშაოებს.

წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს კონტრაქტის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს ზრდას.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის, ზემოთ აღნიშნულის გარდა, საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სასურველია კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები; 
  • ინფორმაცია ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების შესახებ;

კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა შეგიძლიათ როგორც ელექტრონული სახით მისამართებზე: qalebimomavlisatvis@gmail.com, აგრეთვე მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში მისამართზე - ხარაგაული, დეკანოსიძის #13;

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2019 წლის 10 მაისამდე, 15 საათის ჩათვლით.
  • მყარი კოპიოს სახით განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე

მყარი კოპიოს სახით დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში:

  • დალუქულ კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს კონკურსის დასახელება;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
  • კონვერტით, ასევე, უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული სახით შევსებული სატენდერო სამუშაოების დეტალური სპეციფიკაცია (ჩაწერილი CD-ზე)

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
პროექტის კოორდინატორი
მობ: 577954983

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი