ჩაბარების ვადა:

14 ივნისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5261 - კონკურსი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) საკითხების პოპულარიზაციის და შესაბამისი სისტემების აწყობის საკითხებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

USAID-ის WMTR II პროგრამა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგი რეგიონებში, ფაზა II (USAID WMTR II), რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიული პირებისათვის, რომლებიც განახორციელებენ მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაციისა და ასეთი მიდგომების დანერგვისაკენ მიმართულ საქმიანობებს.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების იმპლემენტაციას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე, ასევე, შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ან ოპერირებენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში - აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, და ქალაქი თბილისი. იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ კონკურსში მონაწილეობა და დარეგისტრირებულები არიან და ოპერირებენ სხვა რეგიონებში, შეუძლიათ, წარადგინონ საგრანტო განაცხადი იმ პირობით, რომ ისინი განახორციელებენ წარმოდგენილი განაცხადით გათვალისწინებულ აქტივობებს (ამ აქტივობებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს) პროგრამის სამიზნე რეგიონებში. ამ შემთხვევაში, აპლიკანტმა, განაცხადში უნდა წარადგინოს ამის ნათელი დადასტურება.

გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს ქვე-გრანტის განაცხადის ნომერი: RFA # 19-005. 

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 14 ივნისისა (18:00 სთ), ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, 0105 ბეთლემის ქუჩა #27 ელექტრონული ფოსტა: shorena.ebanoidze@cenn.org

დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.

ტენდერის კატეგორია:

  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები