8 მაისი 2019, 12:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5262 - ტენდერი აზომვითი ნახაზის მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ტიფლის სითი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს აზომვითი ნახაზის მომზადებაზე #01/05/2019-TIF-SERVICE
მომსახურების აღწერა:
შპს „ტიფლის სითი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს ალექსანდრე ყაზბეგის 32/34-ში საკადასტრო კოდებით 01.14.03.042.198/199/171 არსებული შენობის (საშენ მასალათა ინსტიტუტის) აზომვითი ნახაზების მომზადებაზე.
მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე ყაზბეგის 32/34.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტექ.დავალება (შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი)
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დ.ღ.გ-ს გარეშე (გთხოვთ აუცილებლად აღნიშნოთ ხართ თუ არა დღგ-ს გადამხდელი).
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (სასურველია საორიენტაციოდ 10 სამუშაო დღე);
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 08 მაისი, 12:00 სთ;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge
მობ: 591 93 10 10.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
გიორგი ადუაშვილი
მობ: 555113290
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 500 ლარი).
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები