8 მაისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5263 - ტენდერი ენერგობლოკის #3-ის ძალოვანი ტრანსფორმატორის (ТДЦ 200000/220-У1) 110 კვ-ის 0-ოვან შემყვანზე (ГМТА 45, 110/630У1) საშემკეთებლო სამუშაოების ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ენერგობლოკის #3-ის ძალოვანი ტრანსფორმატორის (ТДЦ 200000/220-У1) 110 კვ-ის 0-ოვან შემყვანზე (ГМТА 45, 110/630У1) საშემკეთებლო სამუშაოების ჩატარებაზე #01/05/2019-GIEC-S/545
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
ენერგობლოკი #3-ის ძალოვანი ტრანსფორმატორზე (ТДЦ 200000/220-У1) 110 კვ-ის 0-ოვან შემყვანზე (ГМТА 45, 110/630У1) დარღვეულია ჰერმეტულობა, რის გამოც აღნიშნულ შემყვანში ვერ ხერხდება ზეთის წნევის შენარჩუნება.
ძალოვანი ტრანსფორმატორის პარამეტრები შემდეგია:
- ძალოვანი ტრანსფორმატორი (ТДЦ 200000/220-У1) 110 კვ.
- 0-ოვანი შემყვანი (ГМТА 45, 110/630У1).
- ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა (გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში).
- რაოდენობა - 1 ცალი
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
- დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge ; 568 76 76 59.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: კახა უნგიაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 503 735
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 08.05.2019, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი