ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5268 - ტენდერი ლაითბოქსების შესყიდვასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ნეოგაზი აცხადებს ტენდერს ლაითბოქსების შესყიდვასა და მონტაჟზე (02/05-NEO-P/LBOX-19).

შესყიდვის სპეციფიკაცია:

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი N1 - 3 ცალი ორმხრივი ლაითბოქსის დამზადება და მონტაჟი: სიგრძე 1.50მ x სიმაღლე 2.50მ x სიგანე 0.30მ, შუქდიოდი თეთრი ნათებით, გარე მოხმარების ციფრული მაჩვენებელი LED-ტაბლოთ ერთ ფერში, დანართი N1-ის შესაბამისად.
    ლოკაცია: ქუთაისი, სამტრედია, თელავი.
  • ლოტი N2 - 1 ცალი ორმხრივი ლაითბოქსის დამზადება და მონტაჟი: სიგრძე 1.10მ x სიმაღლე 1.70მ x სიგანე 0.20მ, შუქდიოდი თეთრი ნათებით, გარე მოხმარების ციფრული მაჩვენებელი LED-ტაბლოთ ერთ ფერში, დანართი N2-ის შესაბამისად.
    შენიშვნა: აღნიშნულ ლოტში ასევე განიხილება უკვე არსებული ლაითბოქსის გადაკეთება ახალი ტექნიკური პარამეტრების მიხედვით.
    ლოკაცია: თბილისი.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • დანართი N1 - ლოტი N1-ს ტექნიკური პარამეტრები და გრაფიკული ფაილები;
  • დანართი N2 - ლოტი N2-ს ტექნიკური პარამეტრები და გრაფიკული ფაილები.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, აღნიშნული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯს;
  • ინფორმაცია დამზადებისა და მონტაჟის ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან); 

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:

დიმიტრი აგეკიანი
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

სალომე ასლანიკაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 43 92 29

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 მაისი 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები