ჩაბარების ვადა:

17 მაისი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T5271 - ტენდერი საქართველოს კურორტებზე შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს დასაქმებულებისათვის სანატორულ-საკურორტო გამაჯანსაღებელი დასვენების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვაზე სამადგილიანი (საოჯახო) საგზურები

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს ტენდერს საქართველოს კურორტებზე შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს დასაქმებულებისათვის სანატორულ-საკურორტო გამაჯანსაღებელი დასვენების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვაზე სამადგილიანი (საოჯახო) საგზურები.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში მისამართზე ბათუმის ქუჩაზე. მაიაკოვსკის 4.

პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) ფასიანი წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • პოტენციური მიმწოდებლის დასახელება
  • პოტენციური მიმწოდებლის ფაქტიური მისამართი
  • წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
  • გადახდის ფორმა ავანსის გარეშე
  • ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი)
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირების)
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაცია
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან რუსულ ენებზე

გამოცხადების თარიღი: 02.05.2019.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 17.05.2019.

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების დეპარტამენტს

პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების შესრულება.

ტენდერის კატეგორია:

  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები
  • 55100000 სასტუმროს მომსახურება
  • 55200000 ბუნების წიაღში დასვენება და სხვა ადგილები დაბინავებისთვის, სასტუმროების გარდა