ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5281 - ტენდერი კარტრიჯების შესყიდვის, დამუხტვა-მომსახურეობის და პრინტერების მომსახურეობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: კარტრიჯების შესყიდვის, დამუხტვა-მომსახურეობის და პრინტერების მომსახურეობის შესყიდვაზე.

ჩვენ შესახებ:
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 327 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერი წარმოდგენილია 3 ლოტად, ტენდერში მონაწილეობის მსურველებს/პრეტენდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში და წარმოადგინონ შემოთავაზებები ყველა ლოტისთვის ან ცალ-ცალკე (1-ლი ლოტის მიხედვით ან 2-3 ლოტებისთვის ერთობლივად).
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 2 წელს.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს კომპანიის სამუშაო გარემოს ადგილზე მონიტორინგი.

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • შევსებულ ფასთა ცხრილს (დანართი #1);
  • სააპლიკაციო ფორმა (დანართი #2);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (დანართი #3);
  • სარეკომენდაციაო წერილებს (სასურველია 3);
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

შეფასების კრიტერიუმებია:

  • მომსახურეობის ხარისხი;
  • შემოთავაზებული ფასი;
  • მეორადი კარტრიჯის ბეჭდვის რესურსი (2 ლოტის შემთხვევაში);

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 10 მაისი, 17:00 სთ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:
ქრისტინე ბარბაქაძე
შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 593 74 54 82
ტელ.: + 995 322 265 000 (7002)
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 მაისი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა