ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5286 - ტენდერი არსებული გარე სარეკლამო აბრების შეცვლაზე

ტენდერის აღწერილობა:

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ -ის მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში არსებული გარე სარეკლამო აბრების შეცვლაზე შეთავაზების წარმოდგენას.

შერჩეულ პრეტენდენტ / ებ / თან გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

ტენდერი ჩატარდება სამ ლოტად:

  • ლოტი 1: მხოლოდ ლაითბოქსი
  • ლოტი 2: სათაო ოფისის სტელა
  • ლოტი 3: უკან დიბონდის ფონი და ზედ დამაგრებული ლაითბოქსი (ფილიალებისთვის)

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 10 მაისისა
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება 06.05.2019 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება 10.05.2019 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 15.05.2019 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება 20.05.2019 წ.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 10 მაისი, 18:00 სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge

შენიშვნა: ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები