ჩაბარების ვადა:

21 მაისი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T5295 - ფასთა გამოკითხვა გრძელვადიანი განსახლებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ამხანაგობა ,,მახათა“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას გრძელვადიანი განსახლებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი: ამხანაგობის მიერ ქ.თბილისში, მახათას მთაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (დანართი N4 სისტემაში განთავსდება კოორდინატების დაზუსტების შემდეგ) გრძელვადიანი განსახლებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ერთობლივად შესყიდვა ფასთა გამოკითხვისსაშუალებით.

ამხანაგობა შემდგომში “შემსყიდველი” უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 20 დღისა დადოს მასთან შესყიდვის ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების მიხედვით:

  • განცხადება მონაწილეობაზე (დანართი N1);
  • ინფორმაცია შესაბამისობის შესახებ (დანართი 2);
  • ტექნიკური დავალება, (დანართი N3).

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

  • წინადადებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/დ აინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე.
  • შესყიდვის პროცედურების განხორციელების ეტაპზე ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში შემსყიდველს უნდა მიეწოდოს პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.
  • მოწოდებული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
  • ხელშეკრულების ფორმა (დანართი N5) და პირობები მოცემულია „ფასთა გამოკითხვის“ დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება „ფასთა გამოკითხვის“ წინადადების შესაბამისად.
  • პრეტენდენტს არა აქვსუფლება წარმოადგინოს ალტერნატიული „ფასთა გამოკითხვის“ წინადადება.
  • განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კვინიტაძის ქუჩა #20.
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი, 16:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
  • განაცხადები შეფასდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კვინიტაძის ქუჩა #20-ში, 21 მაისი 12:00 საათზე.
  • განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  • ფასები შემოთავაზებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარში);
  • განაცხადი, რომელიც არ პასუხობს განცხადების აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო. შემსყიდველის გადაწყვეტილებით პრეტენდენტს შეიძლება დაუდგინდეს დოკუმენტაციის დაზუსტების ან/და წარმოდგენის დამატებითი ვადები.
  • გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველსა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს და რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი.
  • შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის და განმარტებების მიღება შეუძლიათ ქ. თბილისი, კვინიტაძის ქუჩა #20-ში, საკონტაქტო პირები:

ტექნიკურ პირობასთან დაკავშირებით
საკონტაქო პირი: ოთარ კაპანაძე
მობ: 577 51-88-33;
საკონტაქო პირი: დავით ბარბაქაძე
მობ: 577 39 33 45

საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით
გელა ხიდაშელი - 595 05 55 25
ირინა გოზალიშვილი - 577 19 03 13

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები