ჩაბარების ვადა:

15 მაისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5296 - ფასთა გამოკითხვა შავი და ფერადი ლითონის ნარჩენებისა და რეზინის ამოსაგების მასალების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას შავი და ფერადი ლითონის ნარჩენებისა და რეზინის ამოსაგების მასალების გაყიდვაზე.

გასაყიდი პროდუქციის მოცულობა: დეტალური აღწერა იხილეთ დანართში No 2.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული ან რუსული
  • შემოთავაზებული ფასი
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ფასი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 15.05.2019

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (კონვერტის გადაბმის ადგილი დამოწმებული კომპანიის ბეჭდით)

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის და პროცედურის დასახელება, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.

კონვერტი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ მიიღება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
მობ: +995 579 552 051

ტენდერის კატეგორია:

  • 19500000 რეზინისა და პლასტმასის მასალები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები