17 მაისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5299 - ტენდერი სატელეკომუნიკაციო ანძების მშენებლობის პროექტის მომზადების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან სატელეკომუნიკაციო ანძების მშენებლობის პროექტის მომზადების მომსახურება.
- გთხოვთ იხილოთ დანართი #1 და დანართი #2-ის სახით წარმოდგენილი ტექნიკური მოთხოვნა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
- ტენდერის ნომერი: 10/19
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით
- განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში 10 საათიდან 18 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის);
- შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ამობეჭდილი, ასევე ელექტრონულად CD დისკზე.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი (10/19) და საკონტაქტო ინფორმაცია;
- შემოთავაზება დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვას;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული:
სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ ფაცურია
მობ: +995 599 577 282
ელ. ფოსტა: tenders@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის #95
სს ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
სს ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები