ჩაბარების ვადა:

5 ივნისი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5302 - აუქციონი კომერციული ფართების იჯარით გაცემის მიზნით

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ბი ემ სი გორგია“ აცხადებს ფორვარდულ აუქციონს კომერციული ფართების იჯარით გაცემის მიზნით.

ინსტრუქცია ფორვარდულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • ფორვარდული აუქციონის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ ფორვარდული აუქციონის მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ფორვარდული აუქციონის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელ-ფოსტით ან ტელეფონით ან კითხვა-პასუხის მოდულით.
  • ფორვარდული აუქციონის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მქონე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. 

ფორვარდული აუქციონის მონაწილეობის პირობები:

  • ფორვარდული აუქციონი ცხადდება გამარჯვებულთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება კომერციული ფართების იჯარის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს. 

ანგარიშსწორების პირობა:

  • შემოთავაზებული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში (აშშ-დოლარის კურსის გათვალისწინებით) და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება პირობების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში. 

ფორვარდული აუქციონის მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ფორვარდულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 2);
  • პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში (დანართი 2) უნდა მიუთითონ კვადრატული მეტრის ღირებულება, იჯარით ასაღები ფართის სასურველი კვადრატულობა და იჯარით ასაღები ფართის გამოყენების მიზანი (მაგ. მონადირის, ტურისტული, სპეც სამოსი, ტრენაჟორები, ცხოველთა მოვლა, აგრო თემა, ავტო თემა, კაფე, სხვადასხვა სახის აპარატები და სხვა). 

ფორვარდულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები (დანართი 1);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ფასების ცხრილი (დანართი 2)
  • ხელშეკრულების მოქმედების სასურველი ხანგრძლივობა ------ კალენდალური დღე.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ფორვარდული აუქციონის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მოღვაწეობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება. ფორვარდული აუქციონის სრული დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში. 

ფორვარდული აუქციონის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • დაინტერესებულმა კომპანიებმა სისტემაში უნდა ატვირთონ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიუთითონ 1კვ მეტრის ქირაობის ღირებულება აშშ დოლარში;
  • ვაჭრობის ტიპი: ფორვარდული აუქციონი;
  • ფორვარდული აუქციონი წარიმართება 1კვ მეტრზე დაფიქსირებულ ფასზე;
  • 1კვმ-ზე შეთავაზების მინიმალური ოდენობა 60 აშშ დოლარი;
  • ფასის ზრდის ბიჯი: 10 აშშ დოლარი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 5 ივნისი, 16:00 სთ; 
  • ფორვარდულ აუქციონში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქტო პირი: ზვიად საყვარელიძე
ტელ: +995 591 64 21 79
ელ. ფოსტა: zviad.sakvarelidze@gorgia.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ფორვარდული აუქციონის პრინციპით.

ტენდერის კატეგორია:

  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 ივნისი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ფორვარდული
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • მინ. ოდენობა: 60.00
  • ფასის ზრდის ბიჯი: 10.00