ჩაბარების ვადა:
24 მაისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5328 - ტენდერი თანამშრომელთა შესვლის/გასვლის აღრიცხვის სისტემის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ზოდი პლიუსი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლეთა შესვლა/გასვლის აღრიცხვის სისტემის შესყიდვაზე.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 14 მაისი 2019 წელი;
- სატენდერო წინადადებების მიღება 24 მაისი 2019 წელი;
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა 25 მაისი 2019 წელი;
- ხელშეკრულების გაფორმება 25 მაისი 2019 წელი;
- მომსახურების მიწოდება/ინსტალაცია/სწავლება არაუგვიანეს 2019 წლის 30 მაისის 18:00 საათამდე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შეთავაზებები 2019 წლის 24 მაისამდე, 18:00სთ, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: s.jibladze@zodi.ge
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: s.jibladze@zodi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები