ჩაბარების ვადა:

21 მაისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5329 - ფასთა გამოკითხვა 6 კილოვოლტიანი უჯრედების აღჭურვაზე მაღალი ძაბვის ციფრული მრიცხველებით, აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟსა და გამართვაზე

ტენდერის აღწერილობა:

RMG Copper აცხადებს ფასთა გამოკითხვას 6 კილოვოლტიანი უჯრედების აღჭურვაზე მაღალი ძაბვის ციფრული მრიცხველებით, აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟსა და გამართვაზე

მომსახურების საგანი: 6 კილოვოლტიანი უჯრედების აღჭურვა მაღალი ძაბვის ციფრული მრიცხველებით, აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟი და გამართვა

მომსახურების დეტალური აღწერა: იხ. დანართი No2.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით: 

  • ენა: ქართული ან რუსული  კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  •   მომსახურების ღირებულება;
  •   გადახდის პირობები;
  •   მომსახურების განხორციელების ვადები;
  •   განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  •   ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  •   რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი,საბანკო რეკვიზიტები და სხვა.) 

კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 21.05.2019.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის. 

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე : ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (კონვერტის გადაბმის ადგილი დამოწმებული კომპანიის ბეჭდით)

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს კომპანიის და პროცედურის დასახელება, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.

კონვერტი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ მიიღება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
მობ: +995 579 552 051

ტენდერის კატეგორია:

  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება