ჩაბარების ვადა:

2 ივნისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T534 - ტენდერი ანტივირუსის პაკეტის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების ჩაბარების განახლებული ვადაა 2015 წლის 02 ივნისი 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

გაცნობებთ, რომ შპს „მისო კრედო“ აცხადებს ტენდერს ანტივირუსის პაკეტის შესყიდვაზე.

უსაფრთხოების გაძლიერების პროექტის ფარგლებში კრედო განიხილავს ანტივირუსის პროდუქტს “ESET NOD32 Secure Enterprise“

ჩვენი მოთხოვნაა დანერგვის პროცესის მენეჯმენტი, IT დეპარტამენტის თანამშრომლების ტრენინგი პროდუქტის მართვასა და მოხმარებაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში და მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია შევსებული სატენდერო ფორმის სახით, დალუქული კონვერტით შემდეგი აუცილებელი პირობების გათვალისწინებით:

  • ტენდერის ნომერი
  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • თქვენი კომპანიის ოფიციალური მისამართი
  • წარწერა „ კონფიდენციალური“

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 02 ივნისი 18:00 საათი
მისამართი : თბილისი, ასათიანის #9 , ვაჟა-ფშაველა გამ.
საკონტაქტო პირი: ალექსანდრე ქუმსიაშვილი 595338090; გიორგი მღვდლიაშვილი 595012000;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ