ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2019, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5343 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 20 მაისამდე 15:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

ძირითადი სადაზღვევო პირობები:

  • ჯანმრთელობის სრული დაზღვევა, რომელიც უნდა ითვალისწინებს ოთხი კატეგორიის სადაზღვევო პაკეტს (რაც გულისხმობს ოთხი განსხვავებული ღირებულების პაკეტს სხვადასხვა რანგის თანამშრომლებისთვის)
  • ოჯახის წევრების (მეუღლე და შვილები) ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით და დამატებითი ოჯახის წევრების (და-ძმა ოჯახებით, მშობლები) ჯანმრთელობის დაზღვევა (იმ შემთხვევაში თუ დამატებით ოჯახის წევრებზე მოქმედებს განსხვავებული ლიმიტი გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ჩამონათვალი).

ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:

  • სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს თბილისში და რეგიონებში.
  • გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არ იფარება დაზღვევით, ყოველგვარი „ა.შ.“-ის გარეშე).
  • თუ სადაზღვევო კომპანიას არ ჰყავს სტომატოლოგიური პროვაიდერი კონკრეტულ რეგიონში/ქალაქში, დაზღვეულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის სქემით. (გადახდა, ანაზღაურება)
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს;
  • არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით).
  • შესაძლებელია პროდუქტის რამოდენიმე ვარიანტის განხილვა, ფასის და პროდუქტის შესაბამისობით, როგორც საბაზისო ასევე დამატებითი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს პრემია ინდივიდუალური პაკეტის აღების შემთხვევაში და საოჯახო პაკეტის აღების შემთხვევაში.

დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 330 -ს. (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა).

დამატებითი პირობები და კომენტარები:
კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, აუცილებელია შესრულებულ იქნას შემდეგი პირობები:

  • სადაზღვევო სერვისებით სარგებლობის თავისუფალი სქემა;
  • ქრონიკული დაავადების დიაგნოსტიკის, საკონტროლო კვლევების და კონსულტაციის ხარჯების ანაზღაურება;
  • გულისა და სისხლძარღვების დაავადებების გამოკვლევების და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება;
  • ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული და თერაპიული მკურნალობა; მ.შ. ქიმიო და სხივური თერაპია;
  • შეძენილი მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება;
  • სადაზღვევო დაფინანსება ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად;
  • სადაზღვეო პაკეტის შეცვლის შესაძლებლობა;

შვილები მინ. 21 წლამდე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • ფასები, თანდართული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების დეტალური ჩამონათვალი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • გასაფორმებელი ხელშეკრულების დრაფტი (შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა; გამონაკლისების დეტალური სია);
  • პროვაიდერების სია;
  • დამატებითი/განსხვავებული შემოთავაზები,მათი არსებობის შემთხვევაში

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 20 მაისი, 15:00 სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
შესყიდვების განყოფილება
საკონტაქტო პირი: ანა ვაშაძე
მობ: 595 60 70 70
ელ. ფოსტა: a.vashadze@aldagi.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 მაისი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა