27 მაისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5346 - ტენდერი ცეცხლმაქრების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ცეცხლმაქრების შესყიდვაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
# | ცეცხმლაქრი | რაოდენობა |
1 | ფხვნილოვანი ABC-6 კგ (კედლის საკიდით) | 200 |
2 | ნახშიროჟანგის ABC-5 კგ (კედლის საკიდით) | 50 |
3 | ფხვნილოვანი ABC-50 კგ (გადასატანი, ურიკით) | 22 |
მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე; - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ:
შენინშვნა:
- ცეცხლმაქრის საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 5 წლისა ფხვნილოვანი ცეცხლმაქრის შემთხვევაში და არანაკლებ 10 წლისა ნახშიროჟანგის ცეცხლმაქრის შემთხვევაში (გამოუყენებლობის შემთხვევაში ცეცხლმაქრს არ უნდა დაჭირდეს გადამუხტვა ამ პერიოდის განმავლობაში);
- წარმოდგენილი უნდა იყოს მწარმოებლის სერტიფიკატი სადაც მითითებული იქნება შესაბამისი გარანტია;
- ყველა ცეცხლმაქრის გამოშვების წელი უნდა იყოს 2019 წელი !!!
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 27 მაისი, 17:00 საათი.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკინაი.
საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90;
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ცოტნე ბარბაქაძე.
საკონტაქტო ნომერი: 558 63 84 62
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები