ჩაბარების ვადა:

28 ივნისი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T5357 - ტენდერი სოფელ ჭუბერში კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის არქიტექტურული პროექტირებისა და ამბულატორიის შენობა-ნაგებობის მეორე სართულის რეაბილიტაციაზე, შემდგომი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, სს „ნენსკრა ჰიდრო“ აღნიშნულ ხეობებში მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებაზეა მიმართული. სოციალური პროექტები ძირითადად პროფესიული განათლების, მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სფეროებში ხორციელდება www.nenskra.ge

სს „ნენსკრა ჰიდრო“ აცხადებს ტენდერს სოფელ ჭუბერში კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის არქიტექტურული პროექტირებისა და ამბულატორიის შენობა-ნაგებობის მეორე სართულის რეაბილიტაციაზე, შემდგომი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. საპროექტო ტერიტორია შეადგენს 577 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 42.15.33.011) და 523 კვმ. (საკადასტრო კოდი: 42.15.33.013)

მომსახურების გაწევა მოხდება 2 ეტაპად:
პირველი ეტაპი:

  • კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის არქიტექტურული გენერალური გეგმის / ნახაზის მომზადება
  • კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მომზადება
  • კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის არქიტექტორული გეგმის/ ნახაზისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მომზადება
  • მომზადებული პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის ძირითადი პარამეტრების შეთანხმება დამკვეთთან და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან

მეორე ეტაპი

  • შესაბამისი სამშენებლო-საექსპლუატაციო ნებართვების აღება
  • შეთანხმებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება

პრეტენდენტმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საკვალიფიკაციო საბუთები:

  • განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ქვეკონტრაქტორების ჩამონათვალი (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მფლობელობაში მყოფი საამშენებლო ტექნიკის / მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ჩამონათვალი;
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი (მსგავსი პროფილის ობიექტებზე აქცენტირებით)
  • არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებიდან, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული, ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს ადგილზე კულტურის სახლის არსებული მდგომარეობა;
  • ობიექტის ვიზიტის ბოლო ვადა: 2019 წლის 16 ივნისი, ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან.
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 28 ივნისი 12:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ნენსკრა ჰიდრო“, კ. მარჯანიშვილი ქ. #6, ქ. თბილისი, 0162 .
  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას ბეჭდური სახით და ასევე მოწოდებული უნდა იქნას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: procurement@nenskrahydro.ge
  • სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
  • სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები თუ მოსაკრებელი, სატრანსპორტო ხარჯები და სხვა.
  • სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

ტენდერის შესახებ ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
თორნიკე ჩომახაშვილი
მობ: 599 99 18 04
ელ. ფოსტა: procurement@nenskrahydro.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები