ჩაბარების ვადა:

27 მაისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5361- ტენდერი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე დასადგმელი და ჩამოსაკიდებელი ფასმაჩვენებლების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ ელიტ-ელექტრონიქსი“ აცხადებს ტენდერს საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე დასადგმელი და ჩამოსაკიდებელი ფასმაჩვენებლების შესყიდვის თაობაზე.

კომპანიას სურს შეისყიდოს შემდეგი 3 სხვადასხვა ზომის ფასმაჩვენებელი როგორც დასადგმელი ასევე ჩამოსაკიდებელი:

  • ვარიანტი 1, ზომა A 6  - 100 ცალი
  • ვარიანტი 2, ზომა A 6  - 300 ცალი
  • ვარიანტი 1, ზომა A 5  - 180 ცალი

ფასმაჩვენებელი დამზადებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის გამჭვირვალეობის მქონე  მასალისაგან (ე. წ. ორგმინა ან შესაძლებელია სხვა მსგავსი მასალა). მისი მდგრადობითა და სიხისტის პარამეტრებით შესაძლებელი უნდა იყოს მისი გამოყენება, როგორც დასადგმელად ასევე ჩამოსაკიდებლად.

უკვე დამზადებულ ფასმაჩვენებელზე პრეტენდენტმა ასევე უნდა დააკრას სპეციალური სტიკერი იმ დიზაინით, როგორიც თანდართულ ფაილშია („დიზაინი და პარამეტრები“) მითითებული. ამავე ფაილში მოცემულია ფასმაჩვენებლის საბოლოო სახის ფოტომონტაჟიც.

სტიკერი იმდაგვარად უნდა იყოს დამზადებული და დაკრული ფასმაჩვენებელზე, რომ მომავალში მარტივად იყოს შესაძლებელი მისი მოცილება ფასმაჩვენებლის დაზიანების გარეშე, რათა ფასმაჩვენებლის ვარგისიანობა შენარჩუნდეს სხვა სტიკერის დაკვრის (გამოცვლის) შემთხვევაში.

ბეჭდვის წინ გამარჯვებულ პრეტენდენტს გადაეცემა ფერთა ზუსტი კოდები (პანტონი), რის მიხედვითაც უნდა მოხდეს სტიკერის ბეჭდვა. 

ამ შესყიდვას კომპანია ახორციელებს, როგორც ერთგვარ სატესტო შესყიდვას. დამაკმაყოფილებელი ხარისხის და დიზაინის ფასმაჩვენებლების შეძენის შემთხვევაში, გამარჯვებულთან მომავალში იგეგმება გაცილებით დიდი რაოდენობის ფასმაჩვენებლების შეძენა. 

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ფასმაჩვენებლის დიზაინი და პარამეტრები
  • ფასების ცხრილი
  • სატენდერო წინადადება

დაინტერესებულმა პირმა დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოს:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფასების ცხრილი
  • წინასწარი ნიმუში თითოეული ზომის მიხედვით. 
  • ანგარიშსწორების პირობები
  • სულ ცოტა 2 სარეკომენდაციო წერილი
  • ინფორმაცია გამოცდილების თაობაზე
  • განაცხადში თან უნდა იყოს მითითებული დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია
    (პასუხისმგებელი პირი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა).

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი:

  • პრეტენდენტმა უნდა მოგვაწოდოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დეტალური წინადადება, დალუქული კონვერტით ნიმუშებთან ერთად მისამართზე: ქ. თბილისი ქავთარაძის N3.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია ( პასუხისმგებელი პირი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება
  • მიმღები განყოფილება: „ადმინისტრაცია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი და დასვათ ბეჭედი დალუქვის ადგილზე

ტენდერის ვადები:

  • შეთავაზებების მიღება იწყება მიმდინარე წლის 20 მაისიდან და მთავრდება 27 მაისის 18:00 საათზე.
  • ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალიწინებული იქნება ფასი, ხარისხი, გამოცდილება და კონტრაქტორთა რეკომენდაციები.

შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ:
საკონტაქტო პირი: ოთარ ნათენაძეს
ტელ: 598 25 44 52.

ტენდერის კატეგორია:

  • 39700000 საოჯახო ტექნიკა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები