ჩაბარების ვადა:
30 მაისი 2019, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT5371 - კონკურსი 2019 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დიზელი 0.1%-ს (სითხის სახით, L-62) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში
კონურსის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ – (ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი) აცხადებს კონკურსს 2019 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დიზელი 0.1%-ს (სითხის სახით, L-62) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში.
- რაოდენობა: 280 000 -300 000 ლ თვეში, (80 000 ლ მიწოდებული ქ. ზესტაფონში, 200 000 - 220 000 ლ - მიწოდებული ქ. ჭიათურაში).
- შესყიდვის ობიექტი - წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საწვავის (დიზელი L-62) მიწოდება ეტაპობრივად - 2019 წლის ივლისის თვიდან 2019 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით
- გატანის წესი - დიზელის საწვავის მიწოდება სითხის სახით უნდა უზრუნველყოს მომწოდებელმა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით.
საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები;
- სახელმწოფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდებების განხორციელების შესახებ ბოლო 3 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ბენზინმზიდი ავტომანქანების ჩამონათვალი სახელმწიფო ნომრების მითითებით, ფოტოები და მოქმედი ტქნიკური სერტიფიკატები;
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება;
კონკურსის ჩაბარების პირობები:
- პრეტენდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი, ალექსეძის ქ. #12, მე-8 სართული, ბიზნეს ცენტრი ქინგ დავითი (ეკა ქირიას სახელზე).
- წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მაისი, 15:00 საათამდე.
- შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: e.kiria@gm.ge
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი