Tenders.ge
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ,,ნაკრესი“

T5373 - ტენდერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სატყეო ფონდში საკარვე ადგილის (საპიკნიკე მაგიდა, ცეცხლის დასანთები ადგილები,დასასვენებელი სკამი,საშხაპე და საპირფარეშო) მოწყობის და მასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ,,ნაკრესიაცხადებს ტენდერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სატყეო ფონდში საკარვე ადგილის (საპიკნიკე მაგიდა, ცეცხლის დასანთები ადგილები, დასასვენებელი სკამი, საშხაპე და საპირფარეშო) მოწყობის და მასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერი გამოცხადებულია პროექტის: ,,ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.პროექტი ხორციელდება ეკოგრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი. პროექტს ახორციელებს ააიპ სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ,,ნაკრესი“.წარმოდგენილი ინფორმაცია არ ასახავს BP-ის, მისი პარტნიორების და სი-თი-სი-ს მოსაზრებებს.

ტექნიკური პირობა:

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სატყეო ფონდში საკარვე ადგილის მოწყობა შემდეგი ტექნიკური მახასიათებლებით:

  • საპიკნიკე მაგიდა - (იხილეთ დანართი # 1);
  • საშხაპე - (იხილეთ დანართი #2);
  • საპირფარეშო (სეპტიკით) ორ წერტილზე - (იხილეთ დანართი #3);
  • ცეცხლის დასანთები ადგილის მოწყობა  -  (იხილეთ დანართი #4);
  • ხის დასასვენებელი სკამი - (იხილეთ დანართი #5);
  • წყლის სისტემის მოწყობა

 ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს; 10(ათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
  • ხარჯთაღრიცხვა და სატენდერო წინადადების ფასი(სატენდერო წინადადების ფასი მიეთითება სისტემაში) წარმოდგენილი უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით;
  • საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება;

ხელშეკრულების სხვა პირობები:

  • პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება ბუნებაში მსგავსი ინფრასტრუქტურის (დაცული ტერიტორიებზე, სატყეო ფონდში ან ბუნებაში მცირე ინფრასტრუქტურა) მოწყობის;
  • პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია ( ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) და ფოტო მასალა მის მიერ შესრულებული საქმიანობის რომელიც მსგავსია,ამ ტენდერში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურისა;
  • პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, რომელიც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაციით;

მომსახურები ვადა:

  • მომსახურების გაწევის პირობები:
    - საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ. ბორჯომის, სატყეო ფონდის, პლატო-სადგერის მიმდებარე ტერიტორიაზე.
    - შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე.
  • დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისგან:
    სატენდერო კომისიის თავჯდომარე: ზვიად ხუციშვილი 

    მობ: (577) 101 873
    ელ. ფოსტა: tender-ecoawards.nacres@ctc.org.ge

პრეტენდენტი პირის მიერ წარსადგენი რეკვიზიტები:

  • უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ხელმძღვანელის სახელი, გვარი;
  • პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი; მობ;
  • ელექტრონული მისამართი, E-mail;
  • ბანკის დასახელება;
  • ბანკის კოდი;
  • ანგარიშსწორების ანგარიში;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტები პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს შემდეგ მისამართზე: tender-ecoawards.nacres@ctc.org.ge შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ფასების ცხრილი და დეტალური ხარჯთაღრიცხვა
  • ტექნიკური პირობების აღწერა;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • პრეტენდენტი პირის რეკვიზიტები (პუნქტი 5);

ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენდერო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა: 18:00 სთ, 26.05.2019  

ტენდერის კატეგორია:

  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში
  • 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები
სატენდერო დოკუმენტაცია