
28 მაისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5376 - ტენდერი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ვიანი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 24 მაისი 2019 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 მაისი 2019 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა“ - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება 1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება.
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 28 მაისის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 21 მაისი 2019 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 28 მაისი 2019 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 31 მაისი 2019 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 5 ივნისი 2019 წ.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 28 მაისი, 18:00 სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_medequipment@evex.ge
შენიშვნა: ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
დოკუმენტაცია
გადახდის პირობები, რამდენი დღეა მოწოდებიდან?
მოგესალმებით , ავანსი 50% , ხოლო დარჩენილი 50% გადახდიდან 10 სამუშაო დღეში
გამარჯობათ, 1. აუცილებელია მთელი სიის შემოთავაზება, თუ რამოდენიმე პოზიციის მხოლოდ? 2. სპირომეტრზე საერთოთ არ გიწერიათ მახასიათებლები, რითი ვიხელმძღვანელოთ პატივისცემით
მოგესალმებით , 1. არ არის აუცილებელი 1 პოზიციაც , რომ შემოგვთავაზოთ განვიხილავთ . 2.ავტომატური უნდა იყოს , სხვა რაიმე კონკრეტული მოთხოვნა არ გვაქვს , ამ ეტაპზე .