29 მაისი 2019, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT5389 - ტენდრი ჰიდროელექტრო სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევების ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: კერძოდ, ჰიდროელექტრო სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევების ჩატარებაზე #22/05/2019-GIEC-S/GEOLOGY
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ: ტექნიკური დავალება.
სადგურების მისამართები:
- ალაზანი ჰესი (გურჯაანის რაიონი სოფ. ვეჯინი);
- ალაზანი ჰესი 2 (გურჯაანის რაიონი სოფ. ვეჯინი);
- რაჭა ჰესი, ხედეთურის კაშხალი - (ამბროლაური სოფ.სადმელი მდ.რიცეულას ხეობა);
- ბჟუჟა ჰესი (ოზურგეთის რაიონის სოფ. გომი);
- კახარეთი ჰესი - (ადიგენი რაიონი სოფ.კახარეთი);
- ტირიფონი ჰესი - (გორის მუნიციპალიტეტი სოფ. ქვეში);
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილი.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს მონაწილე პრეტენდენტის დასახელება და ტენდერის ნომერი #22/05/2019-GIEC-S/GEOLOGY;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 29.05.2019, 16:00 სთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ჩიჩუა
ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge;
ტელ: 591 93 10 10;
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
საკონტაქტო პირი: ვალტერ ლომჯარია
ტელ: 591 91 65 65
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები