ჩაბარების ვადა:

30 მაისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5398 - ტენდერი ელექტროობის, კომპიუტერული ქსელისა და სუსტი დენების პროექტის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ელექტროობის, კომპიუტერული ქსელისა და სუსტი დენების პროექტის მომზადებაზე.

პროექტის მომზადება გულისხმობს ბანკის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ობიექტის განლაგების ნახაზის მიხედვით, ელექტროობის, კომპიუტერული ქსელისა და სუსტი დენის პროექტის მომზადებას შესაბამისი მასალების სპეციფიკაციებით. პროექტირებისა და სპეციფიკაციების მომზადების პროცესში ბანკის მხრიდან ჩაერთვება ენერგეტიკოსი. თითოეული პროექტისა და სპეციფიკაციების წარმოდგენის ვადა არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღისა.

ტენდერის მიზანია, რომ კომპანიასთან გაფორმდეს გენერალური ხელშეკრულება 12 (თორმეტი) თვის ვადით, რომლის ფარგლებშიც კომპანია ბანკს საპროექტო მომსახურებას გაუწევს ყველა ობიექტზე (საორიენტაციო მოცულობა - 15 ობიექტი წლის ჭრილში). ზედამხედველობითი სამუშაოები ჩატარდება ბანკის მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორების პირობების განხილვა მოხდება პირადად გამარჯვებულ კომპანიასთან.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1)

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 30 მაისი, 18:00 სთ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: სალომე სადუნიშვილი
მობ: 599 68 67 82
ელ. ფოსტა: ssadunishvili@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 32400000 ქსელები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 მაისი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა