ჩაბარების ვადა:

7 ივნისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5409 - ტენდერი „რაჭა ჰეს“-ზე და „ბჟუჟა ჰეს“-ზე წყლის ხარჯის და დონის გამზომის მოწყობილობების მონტაჟზე და ჰესებზე არსებულ SCADA სისტემაში ჩართვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციააცხადებს ტენდერს „რაჭა ჰეს“-ზე და „ბჟუჟა ჰეს“-ზე წყლის ხარჯის და დონის გამზომის მოწყობილობების მონტაჟზე და ჰესებზე არსებულ SCADA სისტემაში ჩართვაზე 24/05-GIEC-S/INST-19

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • რაჭა ჰესი - 4 ცალი;
  • ბჟუჟა ჰესი - 3 ცალი;

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ნახაზები;
  • ტექნიკური დავალება.
  • დონის გამზომის მომხმარებელი და პროგრამირების სახელმძღვანელო v.03
  • დონის გამზომის მონტაჟი და პროგრამირების სახელმძღვანელო მე-2 გამოცემა
  • დონის გამზომის მონტაჟი და პროგრამირების სახელმძღვანელო მე-7 გამოცემა

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინჟინრებს უნდა გააჩნდეთ SCADA სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • Siemens მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა დასახელება და ტენდერის დასახელება და ნომერი:

„რაჭა ჰეს“-ზე და „ბჟუჟა ჰეს“-ზე წყლის ხარჯის და დონის გამზომის მოწყობილობების მონტაჟი და ჰესებზე არსებულ SCADA სისტემაში ჩართვას # 24/05-GIEC-S/INST-19

  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
    - საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: შალვა გოგოლაძე. ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ილია კამკამიძე; საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 7 ივნისი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი