ჩაბარების ვადა:

29 მაისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5416 - ტენდერი დიზელ გენერატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს დიზელ გენერატორის შესყიდვაზე.

გენერატორის მოთხოვნილი მახასიათებლები

  • მდგომარეობა: ახალი;
  • სიმძლავრე: 5.5 – 6 KW;
  • სასურველი ვარიანტი: 220V, (განიხილება 380V);
  • ხმის ჩამხშობი კაბინა;
  • გენერატორს უნდა ჰქონდეს დამიწება;
  • ავტომატური გამშვები ბლოკი(AVR): ცალკე, არ უნდა იყოს გენერატორში ჩამონტაჟებული;
  • გენერატორი და ძრავა ბრენდული წარმოების;
  • მინიმალური საგარანტიო ვადა გენერატორზე: 12 კალენდარული თვე;
  • მინიმალური გარანტია, ავტომატური მართვის კარადაზე(AVR): 30 კალენდარული დღე.

მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კალენდარული დღე.
გენერატორის სატესტო გადაბარება უნდა მოხდეს ქალაქ ბათუმში.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ანგარიშსწორების პირობა:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ; (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • ცნობა რეორგანიზაცია ან ლიკვიდაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: ტექნიკის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა); საქონლის მიწოდების ვადას; საგარანტიო ვადას და შემოთავაზებული ტექნიკის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის ტექნიკის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები).

შესყიდვის ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების 3 წლიანი გამოცდილება, რომლის დასადასტურებლად პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს 2016, 2017, 2018 წლებში (თითოეულ წელს მინიმუმ ერთი) შესასყიდი ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • საგარანტიო ვადა
  • ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ოპერატიული მომსახურება
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია (პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით) უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით 2019 წლის 27 მაისიდან 2019 წლის 29 მაისის 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders_imedil@imedil.ge; tbochorishvili@imedil.ge; obregadze@imedil.ge

საკონტაქტო პირები:

  • თეიმურაზ ბოჭორიშვილი, მობ: 577552200
  • ოთო ბრეგაძე, მობ: 592984411;

შენიშნა: სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები