ჩაბარების ვადა:

5 ივნისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T542 - ტენდერი ავეჯის დამზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 39 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 19 ქვეყნის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს ავეჯის დამზადებაზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები [სპეციფიკაცია];
  • ნახაზები
  • სააპლიკაციო ფორმა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ.  მიმაგრებული ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში).

შემოთავაზებული ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.).

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „პროკრედიტ ბანკ“-ში

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 5 ივნისი 2015 წ. (18:00- მდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ნინო ბერიძე
უფროსი არქიტექტორი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+99532) 2202222 (1595)
E-mail: nino.beridze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ნინო პირმისაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578) 
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ