ჩაბარების ვადა:

12 ივნისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5469 - ბაზრის კვლევა ატლასის კედარის და ჰიმალაის კედარის ნერგების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "m² უძრავი ქონება" ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ,,m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://www.m2.ge

სს "m² უძრავი ქონება" აცხადებს ბაზრის კვლევას ატლასის კედარის და ჰიმალაის კედარის ნერგების შესყიდვაზე.

ტექნიკური დავალება და ფასების ცხრილი იხილეთ თანდართულ ფაილებში;

  • მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  • ნერგები გადირგვება 2019 წლის ოქტომბრის თვეში;
  • მხოლოდ ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიებს შორის გამოცხადდება დახურული ტენდერი ნერგების შესყიდვაზე;
  • ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენთან საუკეთესო ფასის, შესრულების ვადისა და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ბაზრის კვლევაში მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: m2procurement@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 12 ივნისისა. მითითებული თარიღის შემდეგ წარმოდგენილი წინადადებები არ იქნება განხილული.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეო ოხანაშვილს
ტელ: 577921777
ელ-ფოსტა: mokhanashvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები
  • 03400000 მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები