ჩაბარების ვადა:

19 ივნისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5494 - ტენდერი ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვის თაობაზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს ქვემოთ ცხრილში მითითებულ საწვავის ტიპებზე შემოთავაზებულ ფიქსირებულ ფასდაკლებას თანხობრივად, რაც გულისხმობს ჩასხმის დღეს არსებული ერთი ლიტრის ფასზე ფასდაკლებას.

ინფორმაცია საწვავის ტიპების და მოხმარების წლიურ რაოდენობაზე:

საწვავის ტიპი სავარაუდო წლიური მოხმარების რაოდენობა (ლიტრი)* ფიქსირებული ფასდაკლება (თანხობრივად)
რეგულარი (ბენზინი) 110 000  
პრემიუმი (ბენზინი) 275 000  
რეგულარი (დიზელი) 160 000  
პრემიუმი (დიზელი) 40 000  


აუცილებელი მოთხოვნა

  • კომპანიას უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული საწვავის სრული კონტროლი ავტომობილზე დამონტაჟებული რგოლის მექანიზმით, რომლის დამზადება და მონტაჟი უნდა მოხდეს უსასყიდლოდ;
  • საწვავის ბარათების დამზადება და გადაცემა უნდა მოხდეს უსასყიდლოდ;

შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • წინამდებარე დოკუმენტს შევსებული ცხრილის სახით;
  • ფასების ისტორია ბოლო 6 თვის პერიოდზე;
  • ბენზინ გასამართი სადგურების სიას (ქსელი)
  • საწვავის მიწოდების და მონიტორინგის სისტემა;
  • აღრიცხვის და რეპორტინგის სისტემა;

შესაძლებელია შეირჩეს ერთი ან ორი კომპანია, რომელ(ებ)თანაც გაფორმდება ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
  • წინამდებარე დოკუმენტში არსებული ცხრილი შევსებული სახით;
  • მომწოდებელი ქვეყანა;
  • ხარისხის სერთიფიკატები;
  • კორპორატიული მომხმარებლების სია.
  • სარეკომენდაციო წერილები.

 დამატებითი ინფორმაცია:

  • ავტომობილების რაოდენობა შეადგენს - 78 ერთეულს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 19 ივნისი, 17:00 სთ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 ივნისი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა