ჩაბარების ვადა:
26 ივნისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5496 - ტენდერი თბილსრესის №4 ორთქლის ტურბინაზე К-160-130 ХТГЗ 2019 წელს მიმდინარე შეკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს თბილსრესის №4 ორთქლის ტურბინაზე К-160-130 ХТГЗ 2019 წელს მიმდინარე შეკეთებაზე 12/06-GIEC-S/M-19
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- თბილსრესის №4 ორთქლის ტურბინაზე К-160-130 ХТГЗ, 2019 წელს მიმდინარე შეკეთების ვადებია: 02.2019 - 02.09.2019
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტექნიკური დავალება. (ორ ენაზე)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინჟინრებს უნდა გააჩნდეთ SCADA სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- Siemens მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- წარმოდგენილი უნდა იყოს სამუშაოს შემსრულებლების რეზიუმე (CV)
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა დასახელება და ტენდერის დასახელება და ნომერი:
თბილსრესის №4 ორთქლის ტურბინაზე К-160-130 ХТГЗ 2019 წელს მიმდინარე შეკეთებაზე 12/06-GIEC-S/M-19
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: შალვა გოგოლაძე. ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74. - საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: როლანდ მუზაშვილი; საკონტაქტო ნომერი: +995 591 91 65 85.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 26 ივნისი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები