5 ივლისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5497 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის, საყოფაცხოვრებო ქიმიის შესყიდვასა და საოფისე კვების მომწოდებლის შერჩევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს მისო „ევრო კრედიტი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა შესყიდვასა და საოფისე კვების მომწოდებლის შერჩევაზე.
ტენდერი ტარდება 3 ლოტად:
- ლოტი #1: საკანცელარიო საქონლის შესყიდვა;
- ლოტი #2: საქოფაცხოვრებო ქიმიისა და საწმენდი საშუალებების შესყიდვა;
- ლოტი #3: საოფისე კვების მომწოდებლის შერჩევა (ერთჯერადი ჭურჭელი, ჩაი, ყავა, შაქარი);
შენიშვნა: დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება აქვთ მიიღონ მონაწილეობა როგორც ცალკეულ ლოტებში, ასევე ყველა ლოტში ერთდროულად.
მომსახურების სახე:
- პროდუქციის შესყიდვა (იხილეთ თანდართული ფაილები) მოხდება თვეში ერთხელ, როგორც თბილისის ასევე რეგიონების მასშტაბით, ყოველი თვის 20 -დან 30 რიცხვამდე.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- სახელშეკრულებო ვადა შეადგენს 3 (სამ) თვეს, შესაბამისად ფასი უნდა იყოს ფიქსირებული და არ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- სამი თვის შესყიდვის საორიენტაციო ღირებულება 20 000 ლარი;
- ხელშეკრულება გაფორმდება ორგანიზაციის სტანდარტული ფორმის მიხედვით;
3 თვის შესყიდვის საორიენტაციო მოცულობები:
- საკანცელარიო საქონელი - 10000 ლარი;
- საყოფაცხოვრებო ქიმია და საწმენდი საშუალებები - 5000 ლარი;
- საოფისე კვება - 5000 ლარი.
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- საკანცელარიო ნივთების ჩამონათვალი;
- სერვის ცენტრების ჩამონათვალი;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:
- ფასთა ნუსხა, (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად), ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
მოწოდების პირობა:
- თბილისის მასშტაბით მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთის მიცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო რეგიონებში არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ანგარიშსწორების პირობა:
- ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი ნივთების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ishaoshvili@eurocredit.ge არაუგვიანეს 2019 წლის 5 ივლისისა 18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი: ია შაოშვილი
მობ: 599 92 23 72.
ელ. ფოსტა: ishaoshvili@eurocredit.ge
შენიშვნა: სს მისო „ევრო კრედიტი“ იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოხოვნილი დოკუმენტაცია.
ორგანიზაციას უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია