ჩაბარების ვადა:

24 ივნისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5504 - ტენდერი სადაზღვეო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს სადაზღვეო მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება ორ ლოტად:

  • ლოტი 1 - ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება
  • ლოტი 2 - ა/მანქანების დაზღვევის მოსახურება

ტენდერის ფარგლებში თითოეულ ლოტზე, ცალ-ცალკე შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

თანდართულ ფაილად იხილეთ:

  • შეთანხმება კონფიდენციალობაზე;
  • აღწერილობა;

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
  • მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სადაზღვევო პაკეტები ფასებით, მომსახურების აღწერილობა, პირობები და პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების ჩამონათვალი (ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში) ქართულ ენაზე,როგორც ამობეჭდილი (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული), ასევე ელექტრონული ფორმით (CD, USB), (სადაზღვევო პაკეტები Excel-ის ფორმატში).
  • სარეკომენდაციო წერილები (მინ. 3, ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული)
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (ჯანმრთელობის და/ან ა/მანქანის დაზღვევის კუთხით)
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • ტენდერის დასახელება
  • კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია(საკონტაქტო პირი, ტელ/მობ. ნომერი და ელ-ფოსტა)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, არაუგვიანეს 201წლის 24 ივნისის 18:00 საათისა შემდეგ მისამართზე: სს „ტერაბანკი“-ს სათავო ოფისი, ქ. თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3.

ტენდერში მონაწილეობის მიღების დაინტერესების შემთხვევაშიდამატებითი ინფორმაციის, მისაღებად:
ლოტი 1-ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება:
საკონტაქტო პირი: ნინო გოგავა
ელ ფოსტა: Nino.Gogava@terabanki.ge
ტელეფონზე: + 995 32 255 00 00 / შიდა (1184)
მობ: 599 23 17 61

ლოტი 2-ა/მანქანების დაზღვევის მოსახურება:
საკონტაქტო პირი: ლაშა ჭანტურიძრე
ელ ფოსტა: Lasha.Chanturidze@terabank.ge
ტელეფონზე:+ 995 32 255 00 00 / შიდა (2060)
მობ: 595 11 01 74

სხვა ტენდერის პროცედურებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ირაკლი მიქაძე
ელ ფოსტა: Irakli.mikadze@terabank.ge 
ტელეფონზე:+ 995 32 255 00 00 / შიდა (2005)
მობ: 595 60 01 04

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები