ჩაბარების ვადა:

24 ივნისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5510 - ტენდერი ავტომობილების ტექმომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს შემდეგ მომსახურებებზე:

  • დაზიანებული ავტომობილის ზარალის ოდენობის დადგენა-შეფასება, (შესაცვლელი ნაწილების სიის შედგენა, ნაწილების ფასების მოძიება, ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მომზადება)
  • ავტომობილის შეკეთება
  • ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება (ავტომობილის დაზიანებამდე ღირებულების დადგენა, მისი დაზიანების შემდგომ ნარჩენი ღირებულების განსაზღვრა).

მოთხოვნები:

  • მომსახურების მიწოდების ვადა: მომსახურება უნდა განხორციელდეს 2019 წლის პერიოდში - ეტაპობრივად, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად - ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
  • ავტომობილების ტექნიკური მომსახურება-შეკეთება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
  • სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეს;
  • ელექტროობისათვის არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეს;
  • აგრეგატებისათვის არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს;
  • სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს;
  • ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს;
  • ასევე ორიგინალი ელ. კატალოგიდან სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს.
  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის საგანი და მისი ჩამოსვლის დრო).

შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურების გაწევა:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
  • მომსახურების გაწევის პერიოდში, შემსრულებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება შემსრულებელს.
  • ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანის შემდეგ, შემსრულებლმა დამკვეთის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს მანქანის დათვალიერება და მაქსიმუმ 4 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს დამკვეთს დეფექტური აქტი და დაზიანებული სათადარიგო ნაწილების დეტალური სურათები.
  • მომსახურების გაწევის შემდეგ შემსრულებელმა დამკვეთს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, (მიღება ჩაბარების აქტი).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@igg.ge არაუგვიანეს 2019 წლის 24 ივნისისა 18:00 სთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: გიორგი კაშია
ტელ: +995 32 2 244 111
მობ: +995 577 277 207
E-mail: info@igg.ge
Web: www.igg.ge 

შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომობილისთვის დაცული საპარკინგე ადგილის გამოყოფა. ავტომიბილის დაზიანების ან გაქურდვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება შემსრულებელს.

ტენდერის კატეგორია:

  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები