ჩაბარების ვადა:

1 ივლისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5512 - ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე 14/06-NEO-P/UNI-19

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • აგგს-ის გამმართველის ზამთრის დათბილული ბრენდირებული შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 300 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ზამთრის დათბილული ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 300 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ზამთრის ბრენდირებული ქუდი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზიზ მიხედვით - 300 ცალი;
  • აგგს-ის გამმართველის ზამთრის ხელთათმანი ტექნიკური დახასიათების მიხედვით - 300 ცალი;
  • დასუფთავების სამსახურის ქალის ზამთრის დათბილული ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 30 ცალი.

შენიშვნა: რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • სპეც. ტანსაცმლის ესკიზები;
  • შპს ნეოგაზის ლოგოტიპი;
  • დანართი N1 - სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური დახასიათება;
  • დანართი N2 - კომერციული წინადადების შესავსები ფორმა.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ.
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები თითოეული პოზიციისთვის (აუცილებელია!);
  • ინფორმაცია ქსოვილის მახასიათებლებისა და შესაბამისობის სერტიფიკატების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი. ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90;
  • სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: სალომე ამაშუკელი. საკონტაო ნომერი (598) 144455

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 1 ივლისის 17:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები