ჩაბარების ვადა:

30 ივლისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5518 - ტენდერი სტუდენტური კაფის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საგანმანათლებლო საქმიანობის ცენტრი“ აცხადებს ღია ტენდერს სტუდენტური კაფის მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

სტუდენტურმა კაფემ უნდა უზრუნველყოს ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სტუდენტური კაფის გამართული ფუნქციონირება შემდეგი სამუშაო გრაფიკით: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:00-20:00.

მომსახურების გაწევის ადგილი:

  • ქალაქი თბილისი, ჭავაჭავაძის 82 - შპს „საგანმანათლებლო საქმიანობის ცენტრი“, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია უნივერსიტეტი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა და საცურაო აუზი.

წარმოსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
  • მენიუ და ფასების ცხრილი; 
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
  • კომპანიის საქმიანობის ისტორია (მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, რეკომენდაციები, ა.შ.).

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი და ხარისხი, მენიუს მრავალფეროვნება;
  • შესაბამისი მუშაობის გამოცდილება.

გამარჯვებულის გამოვლენამდე პრეტენდენტს შეიძლება ეთხოვოს დეგუსტაციის მოწყობა ცენტრის ტერიტორიაზე.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა თვეში 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე, ბრუნვის 5% იმ შემთხვევაში, თუ ცენტრის ტერიტორიაზე საქმიანობიდან მიღებული ბრუნვა აღემატება თვეში 10000 (ათი ათას) ლარს

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება თანდართული სავალდებულო დოკუმენტებით უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით ელ.ფოსტაზე - info@btu.edu.ge
  • არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ნონიაშვილი - ტელ: +995 577 23 50 29
ნიკოლოზ სიფრაშვილი - ტელ: +995 593 93 22 93
ზვიად ქობალია - ტელ: +995 571 44 44 40

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები