ჩაბარების ვადა:

1 ივლისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5520 - ტენდერი პლასტმასას კონტეინერების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს პლასტმასას კონტეინერების შესყიდვაზე.

ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II პროგრამის ფარგლებში

პროგრამის შესახებ:

ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II), USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელსაც CENN ახორციელებს 2017 წლის მარტიდან. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

WMTR II პროგრამა მუშაობს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, აჭარის ა.რ.–სა  და ქალაქ თბილისში. 

WMTR II მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელება;
  • ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის გაძლიერება;
  • გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების სისტემის და ნარჩენების მართვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ტენდერის მიზანი:

ტენდერის მიზანია ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის ფასებისა და მოწოდების ვადების დასადგენად შემოთავაზებების მოძიება, რომელთა შეფასების საფუძველზე გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდება 1 წლიანი ხელშეკრულება:

  • 1 ერთეული 360 ლ. მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერი
    - სიღრმე - 875 მმ; სიგანე - 580 მმ; სიმაღლე - 1080 მმ
    - მასალა: პლასტმასა
  • 1 ერთეული 1100 ლ. მოცულობის ნარჩენების შეგროვების კონტეინერი
    - სიღრმე - 1060 მმ; სიგანე - 1360 მმ; სიმაღლე - 1280 მმ 
    - მასალა: პლასტმასა

1 და 2 პუნქტში მოცემული პროდუქციის შესაკვეთი რაოდენობა წინასწარ არ არის განსაზღვრული, შეკვეთა მოხდება საჭიროების შესაბამისად.

1 ერთეული 1100 ლ. მოცულობის, ბრენდირებული, ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონტეინერი (იხილეთ დანართი 1)

  • ზომა: არ არის მკაცრად განსაზღვრული, შესაძლებელია კომპანიის მიერ იყოს გაკეთებული შემოთავაზება ამ მიმართულებით.
  • მასალა: პლასტმასა
  • ფერი: ლურჯი
  • პირველი მინიმალური შეკვეთის ოდენობა: 15 ერთეული.

სავალდებულო სტანდარტები/პირობები:

  • ყველა კონტეინერი უნდა იყოს მდგრადი  გარემო პირობებისა (წვიმა, ტემპერატურული ცვლილება) და შეძლებისდაგვარად, მექანიკური დაზიანების მიმართ.
  • კონტეინერები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ  საერთაშორისო სტანდარტს: EN 840 - არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს, მათ შორის კადმიუმს.
  • გამოყენებული ნედლეული  უნდა აკმაყოფილებდეს FSSC  22000  სტანდარტს (სურსათის უვნებლობის სტანდარტი)
  • გამოყენებული ნედლეული უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის რეგულაციებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით: #10/2011 - იანვარი 2011; #1282/2011 - ნოემბერი 2011; #1183/2012 - ნოემბერი 2012; #202/2014 - მარტი 2014 და მათ დანართებს, რაც ითვალისწინებს:
    - ეს მასალა არ შეიცავს მონომერებს, რომლებიც რეგულირდება კონკრეტული მიგრაციის ზღვრით.
    - ეს მასალა არ შეიცავს განზრახ ინკორპორირებულ დანამატებს, რომლებიც რეგულირდება კონკრეტული მიგრაციის ზღვრით.
    - ეს მასალა დამზადებულია ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს. მონაწილე პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ შემოთავაზება როგორც ერთ, ასევე რამდენიმე პროდუქტზე.
  • მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: misha.murvanidze@cenn.org ერთ ფაილად (pdf ფორმატში) ა.წ. 1 ივლისის 17:00 ჩათვლით.

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის სახელწოდება, მისამართი, საკონტაქტო პირი და ტელეფონი;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • ზემოთ მოცემული სავალდებულო სტანდარტების/პირობების შესრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები/დოკუმენტაცია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო;
  • პროდუქციის ფასი ( გთხოვთ, ფასი მიგვითითოთ ერთეულისათვის, დღგ-ს გარეშე.)

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: 

  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება.
  • პროდუქციის ფასი;
  • შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო;
  • სავალდებულო სტანდარტების/პირობების შესრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები/დოკუმენტაცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 19500000 რეზინისა და პლასტმასის მასალები
  • 19600000 ტყავის, ტექსტილის, რეზინისა და პლასტმასის ნარჩენი