ჩაბარების ვადა:

24 ივნისი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T5532 - ტენდერი წყალგაუმტარი სახურავის შიგთავსის მოწყობის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "m² უძრავი ქონება" ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ,,m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://www.m2.ge

სს "m² უძრავი ქონება" აცხადებს ტენდერს წყალგაუმტარი სახურავის შიგთავსის მოწყობის შესყიდვაზე.

ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის ქანობიანი სახურავი (იხ. ნახაზები)

შედგება სამ ფენისგან:

  • ფენა N1: ლითონის ბაგეტები (სამუშაოები სრულდება მიმდინარე თვის ბოლომდე);
  • ფენა N2: წყალგაუმტარი თუნუქის/რბილი/სხვა მასალის ფენა;
  • ფენა N3: თიხის ბაგეტების ფასადი. 

ტენდერი ცხადდება ფენა N2 მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე. გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ფენა N1 და ფენა N3 ერთმანეთზე მაგრდება T ფორმის ლითონის სამაგრებით. ფენა N2 უნდა მოეწყოს ლითონის ბაგეტებსა და თიხის ბაგეტებს შორის, მათი სამაგრების გათვალისწინებით და პარალელურად უნდა უზრუნველყოფდეს 100%-იან წყალგაუმტარობას. ერთი ქანობის ზომა: 8მX17მ, ჯამში ორივე ქანობი: 275 კვ.მ.

მოთხოვნები შემოთავაზებულ მასალაზე:

  • წყალგაუმტარი, მათ შორის T ფორმის ლითონის სამაგრების გარშემო შესაძლებელი უნდა იყოს შემოთავაზებული მასალით წყალგაუმტარობის დაცვა.
  • შემოთავაზებული მასალა უნდა იყოს რამდენიმე ფერის და უნდა შეარჩიოს შემსყიდველმა. სავარაუდო დაწყებისა და დასრულების თარიღებია 10.07.19 – 31.08.19. 

მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ (დასახელება, ს/კ, საკონტაქტო პირი და ტელ. ნომერი);
  • მასალა, რომლითაც იზრუნველყოფს ფენა N2-ის მოწყობას და შესრულების ვადები;
  • შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ანალოგიური საქმიანობის (მშენებლობა, სახურავის მოწყობა) გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენთან საუკეთესო ფასის, შესრულების ვადისა და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტაზე: m2procurement@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 24 ივნისისა 16:00 სთ.
  • მითითებული თარიღის შემდეგ წარმოდგენილი წინადადებები არ იქნება განხილული.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეო ოხანაშვილი
ტელ: 577921777
ელ-ფოსტა: mokhanashvili@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია