ჩაბარების ვადა:

26 ივნისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5534 - ტენდრი კახარეთი ჰესის ორივე ჰიდროგენერატორზე ტირისტორული აღგზნების სისტემის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს კახარეთი ჰესის ორივე ჰიდროგენერატორზე ტირისტორული აღგზნების სისტემის მოწყობაზე #19/06/2019-GIEC-S.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • ჰიდროაგრეგატის მოდელი - СГ-1300/500
  • ჰიდროაგრეგატის სიმძლავრე (მგვტ) - 1.04.(სტატორის ძაბვა  -  6.3კვ.)
  • სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების მოწერის დღიდან არაუმეტეს 120 კალ. დღეში, მაგრამ არა უმეტეს 01.12.2019-ისა.
  • რაოდენობა - 2 ცალი.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ; 
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა,რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. 
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური, ელ. ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge ; 568 76 76 59.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 
ილია კამკამიძე.
საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96 

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 26.06.2019, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები