ჩაბარების ვადა:

4 ივნისი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T554 - ტენდერი დაწნეხილი გაზის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" აცხადებს ტენდერს დაწნეხილი გაზის შესყიდვაზე.

ტექნიკური დავალება, შესყიდვის ობიექტი:

  • შესყიდვის ობიექტია შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის"; ბალანსზე რიცხული ავტოსატრანპორტო საშუალებების უზრუნველსაყოფად დაწნეხილი გაზის შესყიდვა;
  • შესყიდვა განხორციელდება ტალონების საშუალებით;
  • ტენდერის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება ხელშეკრულება 4 000 (ოთხი ათასი) მეტრ კუბ დაწნეხილი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე.
  • ავტოსატრანპორტო საშუალებების ბუნებრივი აირით გამართვა მიმწოდებლის მხრიდან უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის გაზგასამართ სადგურებში.
  • მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს თბილისსა და მცხეთის რაიონში.
  • მიწოდების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად ტალონების მეშვეობით 24 საათიან რეჟიმში მომწოდებლის მთლიანი ქსელის მასშტაბით, შესყიდული ტალონების მოცულობის ამოწურვამდე.

საკვალიფიკაციო მონაცემები:

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:

იურიდიული პირებისათვის:

  • ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.

ფიზიკური პირებისათვის:

  • ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომ ფიზიკური პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებისათვის:

  • ინფორმაცია ანალოგიური საქონლის/მომსახურების მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფაქტიური, საბანკო რეკვიზიტები და სხვა);
  • ინფორმაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მის მფლობელობაში არსებული გაზგასამართი სადგურების შესახებ (ჩამონათვალი, მისამართი და სხვა).
  • პირობებს და ინფორმაციას შესასყიდი გაზის ტალონების საშუალებით გაცემის სისტემის შესახებ.
  • ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში, მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში (შენიშვნა: წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება);
  • შემოთავაზებული გარანტიის პირობები;
  • სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა (სატენდერო წინადადებას უნდა ჰქონდეს მოქმედების ვადა წარმოდგენის დღიდან მინიმუმ 2015 წლის 4 ივლისამდე);
  • ფასების ცხრილი, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაციის შესაბამისად;
  • ფასების ცხრილი #1 შემდეგი ფორმის მიხედვით:

ცხრილი #1

# საქონლის დასახელება საქონლის ძირითადი მახასიათებლები რაოდენობა ერთეულის ღირებულება საერთო ღირებულება მიწოდების ვადა მიწოდების ადგილი
  2 3 5 6 7 8 9
               

2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით (ელექტრონული მისამართზე წარმოდგენის შემთხვევაშიც) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილი პირის მიერ;

3. სუბკონტრაქტორთა მონაწილეობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს სუბკონტრაქტორთა საკვალიფიკაციო მონაცემები;

სატენდერო წინადადების ფასი:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეიცავდეს საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა:

  • დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება ქართულ ენაზე შეუძლიათ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, მისამართზე ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21, მე-6 სართული ოთახი #604.

ტენდერში მონაწილეობის საფასური:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საფასური 200 ლარის ოდენობით უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე: სს "ლიბერთი ბანკი" ანგარიშის # GE79LB0113124163736000 ბანკის კოდი: LBRTGE22 (მიმღები: შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" საიდ. კოდი: 206 103 722).

სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი, ვადა, ადგილი და ენა:

  • შემსყიდველ ორგანიზაციაში პრეტენდენტების მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტიის (საბანკო გარანტია არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას) და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადაა განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2015 წლის 4 ივნისი 15:00 საათამდე. საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარმოდგენილი ერთად, ერთ დახურულ კონვერტში ორ ეგზემპლარად (ერთი დედანის და ერთი - ქსეროასლის სახით) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21, მე-6 სართული ოთახი #604, shubitidze@ggtc.ge.

სატენდერო წინადადების, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნათა შეუსაბამობა:

  • დასაშვებია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში დაზუსტდეს, შეივსოს, ან წარდგენილ იქნას სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია სატენდერო წინადადების არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ დაიშვება შეფასებაზე.

ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენის შემდეგ, შერჩევის შედეგად, ტენდერის პროცედურების გასაგრძელებლად მოწვეული პრეტენდენტების ზეპირი ვაჭრობა მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21. ოთახი #624;
  • ზეპირ ვაჭრობაზე კლება მოხდება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის ჯამური ღირებულების არანაკლებ 1%-ის ოდენობით.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებების შესახებ:

  • დაუშვებელია ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარმოდგენა.

სატენდერო წინადადებებისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ:

  • ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 30 დღით უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.

შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები:

  • შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21, www.ggtc.ge, სს "ლიბერთი ბანკი”, ანგარიშის # GE79LB0113124163736000, ბანკის კოდი: LBRTGE22, საიდ. კოდი: 206 103 722;
  • დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატენდერო აპარატის შემდეგი წევრისაგან: ქეთევან შუბითიძე ტელ: 224 40 40 (611), ელ-ფოსტა: shubitidze@ggtc.ge.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ