11 ივლისი 2019, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT5557 - ტენდერი კახარეთი ჰესის №1 აკვედუკის შიდა ზედაპირის სარემონტო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ტენდერს საკუთრებაში არსებული კახარეთი ჰესის №1 აკვედუკის შიდა ზედაპირის სარემონტო სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით. წამოდგენილი არის აკვედუკის რეაბილიტაციის ორი ალტერნატიული გზა.
- ვარიანტი 1 აკვედუკის რესტავრაცია ბეტონით;
- ვარიანტი 2 აკვედუკის რესტავრაცია გეომემბრანით.
მისამართი: ადიგენის რაიონი სოფელი კახარეთი.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ფოტო მასალა;
- ტექნიკური დავალება 1/ ტექნიკური დავალება 2
- სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა 1/ სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა 2
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დ.ღ.გ-ს გარეშე;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ; (სამუშაოს შესრულების ვადა არის 14 დღე, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაემატოს ორი დღე )
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (თუ შესაძლებელია ვიზუალური მასალაც წარმოადგინეთ);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; (#26/06/2019-GIEC/SERVICE)
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 11 ივლისი 13:00 საათამდე.
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა tchichua@gig.ge; 591 93 10 10.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: დიმიტრი ემუხვარი საკონტაქტო ნომერი: 577 35 07 03 .
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები