8 ივლისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5564 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ევროპული სკოლა” აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე 26/06-ES-P/ITINF-19
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- შავ-თეთრი ლაზერული პრინტერი - 5 ცალი;
- ქსელური მოწყობილობა - 15 ცალი;
- IP-ტელეფონი - 20 ცალი;
- სტაციონალური კომპიუტერი (Desktop) – 36 ცალი;
- მონიტორი 22“ – 36 ცალი;
- კლავიატურა - 36 ცალი;
- მაუსი - 36 ცალი;
- პროექტორი - 10 ცალი;
- ლეპტოპი - 30 ცალი.
ტექნიკის აღწერილობა და პარამეტრები იხილეთ ფაილში დანართი N1.
მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის გამზ. 34გ
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში, დასაშვებია წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც;
- ალტერნატიული მოდელის შემოთავაზების შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია პროდუქციის ბრენდის, მოდელის და ტექნიკური პარამეტრების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია მსგავსი პროექტების შესრულების შესახებ;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური დილერის, დისტრიბიუტორის ან/და წარმომადგენლის სტატუსის შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატების ასლები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 8 ივლისი, 17:00 საათი.
წინადადების წარდგენის წესი:
- ყველა დოკუმენტაცია და შევსებული დანართი N1 წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო პირები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ალექსანდრე ჩუპრინი
საკონტაქტო ნომერი: 577 21 27 37
ელ.ფოსტა: achuprin@europeanschool.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები