ჩაბარების ვადა:

5 ივლისი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5565 - ტენდერი ქალაქ ქუთაისში ქარხნის ლითონის კონსტრუქციის და რკინა-ბეტონის სადემონტაჟო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა“ აცხადებს ტენდერს ქალაქ ქუთაისში ქარხნის ლითონის კონსტრუქციის და რკინა-ბეტონის სადემონტაჟო სამუშაოებზე (რკინის კონსტრუქციის დაზიანების მიყენების გარეშე, შემდგომი გამოყენებისათვის)

სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N88.

სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის:

  • სადემონტაჟო ნაგებობის ამსახველი ფოტომასალა;

ტენდერის ფარგლები, შინაარსი და მოთხოვნები:

  • სამუშაოების განხოციელების ფარგლებში გათვალისწინებული ლითონის კონსტრუქციის ქარხნის სადემონტაჟო სამუშაოები (დაზიანების მიყენების გარეშე, შემდგომი გამოყენებისათვის), დემონტირებული მასალის ადგილზე დაშტაბელება, რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში არმატურის და ბეტონის განცალკევება, არმატურის დასაწყობება ტერიტორიაზე ხოლო ბეტონის გატანა- ტრანსპორტირება 25 კმ-მდე ნაგავსაყრელზე, ტერიტორიის დასუფთავება, ნაგვისა და ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელზე;
  • სამუშაოთა გადაცემის ტიპი: ტენდერში მონაწილე მხარეს ევალება საკუთარი მუშა ხელის, მასალებისა და მანქანა-დანადგარების-მექანიზმების მეშვეობით, ასევე დემონტაჟისათვის საჭირო ყველა მანქანა-დანადარის მეშვეობით განახორციელოს სამუშაოები. შემსრულებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს დემონტირებული ნარჩენების ტრანსპორტირება-გატანისათვის საჭირო მანქანა;

განფასება:

  • ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია მოცემული ობიექტის მუშა ნახაზებით გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისად მოახდინოს სამუშაო მოცულობის დაანგარიშება და წარმოადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. ხარჯების დარიცხვა მოხდება მეოთხე ტიპის მშენებლობის მიხედვით;
  • ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ასევე საზღვარგარეთ სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი;
  • ტენდერში მონაწილე მხარე უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული, ლიცენზიის მქონე კომპანია;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული და ბეჭედ დარტყმული ფორმით;
  • ტენდერში მონაწილე მხარეებს გთხოვთ თავად განახორციელოთ ობიექტის დათვალიერება;

სატენდერო მხარის მიერ შესასრულებელი სამუშაოები:

  • დამკვეთი შემსრულებელს მიაწოდებს ქარხნის არსებულ სურათებს და ზომებს -100.8 მ *37მ 17.5მ (აქედან ორი სექციის სიმაღლე შეადგენს 25.5 მეტრს);
  • ორგანიზებას გაუკეთებს სამუშაოები განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას;

ანგარიშსწორების წესი:

  • ავანსის გარეშე, შესრულებული სამუშაოების მოცულობის 80%-ის მიხედვით შუალედური ანგარიშსწორება, სამუშაოების დასრულების, შემოწმება-მიღების და საბოლოო დაანგარიშების შემდეგ სატენდერო მხარე ტენდერში მონაწილე მხარეს აუნაზღაურებს 100%;

შესრულების ვადები:

  • ტენდერში მონაწილე მხარეებს გთხოვთ 2019 წლის 28 ივნისს, 12:00 სთ-მდე (საქართველოს დროით) აღნიშნულ ელ.ფოსტაზე: 1376391613@qq.com გადმოაგზავნოთ თქვენი კითხვები, რის შემდეგაც 2019 წლის 01 ივლისს 16:00-მდე ჰუალინგის საინჟინრო განყოფილება ერთიანად გასცემს პასუხს თქვენს შეკითხვებზე; კითხვების დროულად არ წარმოდგენის შემთხვევაში კითხვებზე პასუხი არ გაიცემა;
  • სამუშაოების განხორციელების სავარაუდო ვადა: 120 დღე (კალენდარული დღე), დასვენების დღეების ჩათვლით;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1). დღგ.ს ჩათვლით. (დარიცხვის გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა მოწოდებული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად);
  • სამუშაოების შესრულების ვადა, გრაფიკი;

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2019 წლის 5 ივლისს 17:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში შემდეგი საბუთები, მისამართზე: ქ.თბილისის ზღვის მიმდებარედ (ნაკვეთი 16/014), სავაჭრო ცენტრის მე-5 სართული, ჰუალინგ ჯგუფის ადმინისტრაციული ოფისი.

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
  • ცნობა არის თუ არა კომპანია სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოყენებული შავ სიაში;
  • ცნობა საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით;
  • ცნობა მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ფინანსურ დანაშაულებათა მიმართ;
  • კომპანიის დირექტორის ნასამართლეობის ცნობა;
  • ორი ხარჯთაღრიცხვა ცალ-ცალკე: 1. ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი და 2. ბეტონის დემონტაჟი;
  • ლითონის კონსტრუქციის ქარხნის სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელების გეგმა-ნახაზი; 

მოცემულ ტენდერში მოხდება კვალიფიკაციის წინასწარი შემოწმება, რაც მდგომარეობს შემდეგში: ტენდერში მონაწილე მხარე ვალდებულია ტენდერის გამომცხადებელ მხარეს წარუდგინოს ძალაში მყოფი „სამშენებლო სამუშაოების საკვალიფიკაციო მოწმობა“, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაცია; ასევე წარმოადგინოს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული შესაბამისი ინჟინრების, ტექნიკური პერსონალის, სამუშაოების მწარმოებელი პირებისა და მენეჯერების სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

შენიშვნა: ცნობების მომზადებისთვის არასაკმარისი ვადის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტაციის მოწოდება სატენდერო ვადის დასრულების შემდეგ.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "განცხადების პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს. შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ტენდერის დასრულების შემდეგ პრეტედენტი ვერ შეძლებს ტენდერის ფარგლებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების შემცირებას.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
საკონტაქო პირი: გეორგია გოგია
მობ: 593 64 68 64
ელ. ფოსტა: g.gogia@hualing.ge

საკონტაქო პირი: ნინო ნადარეიშვილი
მობ: 599880688
ელ. ფოსტა: n.nadareishvili@hualing.ge

საკონტაქო პირი: წუო ფენ ბაო
მობ: 595047555
ელ. ფოსტა: 490610399@qq.com

საკონტაქო პირი: ვანგ სუენჩენი
მობ: 5919096869
ელ. ფოსტა: 1617655280@qq.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები