ჩაბარების ვადა:
5 ივლისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5570 - ტენდერი გათამაშების ბილეთის ბეჭდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვაზე: გათამაშებისთვის ბილეთების დაბეჭდვაზე 27/06-NEO-S/PRT-19
მომსახურების აღწერა:
- ბილეთების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს: 600 000 (ექვსასი ათასი) ცალს;
- ნუმერაცია 4 900 001-დან 5 500 000-ის ჩათვლით;
- ზომა - 50 მმ X 100 მმ;
- ფორმა - ოთკუთხედი;
- ბეჭდვა: ორმხრივი, ფერები 4+4;
- ქაღალდი: - 180 გრ ოფსეტი;
- ლამინაცია: ცალმხრივი;
- პერფორაცია: ერთი;
- სკრეჩ ველი: ერთი.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტექნიკური დავალება - დანართი N1;
- კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართი N2;
- ბილეთის დაახლოებითი დიზაინი - Sample.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N2-ს სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში, დასაშვებია წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც, შემდეგი რაოდენობების მიხედვით:
- 300 000 ცალი დაკვეთის შემთხვევაში
- 400 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
- 500 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში
- 600 000 ცალის დაკვეთის შემთხვევაში - ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შერჩეული კომპანია უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალების შესაბამისად დამზადებული ბილეთის ნიმუში მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღეში.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 5 ივლისი, 17:00 საათი.
წინადადების წარდგენის წესი:
- ყველა დოკუმენტაცია და შევსებული დანართი N2 წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო პირი ბილეთების მახასიათებლებთან დაკავშირებით:
სალომე ამაშუკელი
საკონტაქტო ნომერი: 598 14 44 55
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები