12 ივლისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5602 - ტენდერი 1000 ყუთი (5000 შეკვრა) საოფისე თაბახის ქაღალდების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს 1000 ყუთი (5000 შეკვრა) A4 საოფისე თაბახის ქაღალდების შეძენაზე.
შესყიდვის საგანი:
- A4 საოფისე ქაღალდი 75გრ X 500 ცალიანი შეკვრა
- A4 საოფისე ქაღალდი 80გრ X 500 ცალიანი შეკვრა
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებასთან ერთად თითოეულმა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ერთი შეკვრა თაბახი ნიმუშის სახით;
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს;
სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: შესასყიდი საქონლის ღირებულებას ქაღალდის მახასიათებლის (გრამაჟის) მიხედვით (ხარჯთაღრიცხვა); საქონლის მიწოდების ვადას;
მოწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენდებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ/ებ/თან;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ანგარიშსწორების პირობა:
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მიწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
პრეტედენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ტექნიკური დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საბანკო რეკვიზიტები;
შესყიდვის ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების 3 წლიანი გამოცდილება, რომლის დასადასტურებლად პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს 2016, 2017, 2018 წლებში (თითოეულ წელს მინიმუმ ერთი) შესასყიდი ობიექტის ანალოგიური საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ხარისხი;
- ღირებულება;
- ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
- ანგარიშსწორების პირობა.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერი ტარდება შემდეგ ვებ-მისამართზე www.tenders.ge;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 12 ივლისის 18:00 საათამდე;
- შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
- სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
საკონტაქტო პირები:
თეიმურაზ ბოჭორიშვილი, მობ: 577552200
ოთო ბრეგაძე, მობ: 592984411
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები