ჩაბარების ვადა:

15 ივლისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5604 - ტენდერი ქართულ ვებ-საიტებზე საბანერო განთავსების და Google-ის სარეკლამო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ ქართულ ვებ-საიტებზე საბანერო განთავსების და Google-ის სარეკლამო მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 ივლისი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ტენდერი ქართულ ვებსაიტებზე საბანერო განთავსების და Google-ის სარეკლამო მომსახურების შესყიდვაზე).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტებს შეუძლიათ სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციას:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე:
ზაზა წულაია,
მობილურის ნომერი: 599 50-25-65;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1143),
ელ. ფოსტა: z.tsulaia@vtb.com.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/68/tenderi-qartul-vebsaitebze-sabanero-gantavsebis-da-google-is-sareklamo-momsakhurebis-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები