ჩაბარების ვადა:

5 აგვისტო 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5609 - საგრანტო კონკურსი სკოლებისათვის

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

კონკურსის აღწერილობა:

USAID-ის როგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (USAID WMTR II), რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს საგრანტო კონკურსს საჯარო და კერძო ავტორიზებული სკოლებისათვის, რომლებიც განახორციელებენ მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასა, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაციისა და ასეთი მიდგომების დანერგვისაკენ მიმართულ საქმიანობებს.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე, ასევე, შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ საჯარო ან კერძო ავტორიზებულ სკოლებს, რომლებიც მდებარეობენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში - აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, და ქალაქი თბილისი.

გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს ქვეგრანტის განაცხადის ნომერი: RFA # 19-007. 

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 5 აგვისტოს 18:00 სთ, ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით შემდეგ მისამართზე: მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, 0105 ბეთლემის ქუჩა #27 ელექტრონული ფოსტა: shorena.ebanoidze@cenn.org

დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ დანართებში.

სატელეფონო ზარები არ მიიღება.

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები