ჩაბარების ვადა:

17 ივლისი 2019, 17:30

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5615 - ტენდერი ბეჭდური მასალის მოწოდებასთან დაკავშირებით

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის ჩაბარების ვადამ გადაიწია 17 ივლისამდე 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს m² უძრავი ქონება აცხადებს ტენდერს ბეჭდური მასალის შესყიდვასა და მოწოდებაზე წლის ჭრილში.

ზოგადი ინფორმაცია:

სს m² უძრავი ქონება ეძებს ბეჭდური პროდუქციის მომწოდებელ პარტნიორს. ტენდერით გათვალისწინებულ ბეჭდური პროდუქციის მიწოდებაზე, წინასწარ შეთანხმებული პირობების დაურღვევლობის შემთხვევაში, სრული ექსკლუზივი ექნება გამარჯვებულ კომპანიას ერთი წლის ვადით.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით, ტელეფონით, ან შეხვედრის ჩანიშვნით. ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს გამარჯვებულს საუკეთესო ფასისა და შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის ფარგლებში განისაზღვრება წლის განმავლობაში ბეჭდური მასალის მრავალჯერადი შესყიდვის მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობების (შემდგომში - ხელშეკრულება) მიზნით.
  • სახელშეკრულებო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, შესაბამისად ფასი უნდა იყოს ფიქსირებული და არ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს, მათ შორის ტრანსპორტირებასა და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი ნივთების სრულად და ჯეროვნად მოწოდებისა და ზედნადების ატვირთვიდან და/ან მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს წინამდებარე დოკუმენტის ფასების ცხრილი, უფლებამოსილმა პირმა მოაწეროს ყველა გვერდზე ხელი და დასკანერებული ვერსია ატვირთოს PDF ფორმატში.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;

სხვა პირობები:

  • მოწოდება შესაძლებელია მოხდეს თბილისის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, ძირითადად დამკვეთის საწყობსა (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი 14) , ან სათაო ოფისში ( ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 29), თითოეული შეკვეთა უნდა იყოს ცალ-ცალკე მოთავსებული.
  • შესასყიდი რაოდენობები შეიძლება შემცირდეს, ან გაიზარდოს, ასევე დიზაინები შესაძლოა შეიცვალოს m²-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
    პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას m²-ის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების პროცენტი იმ არასტანდარტულ ბეჭდურ პროდუქციაზე, რომელიც არ არის დანართ N1-ში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 17 ივლისი, 17:30 სთ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქო პირი: ნინო სუარიშვილი
მობ: 593501025
ელ. ფოსტა: n.suarishvili@m2.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 ივლისი 2019 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა